

გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
შეჯიბრი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩატარდა და 23 წლამდე ასაკის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
გორელთაგან ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები დავით ფაცინაშვილი (70 კგ.) და მერაბ სულეიმანიშვილი (97 კგ.) გახდნენ.
აღსანიშნავია, რომ ფაცინაშვილმა გასულ წელს გამართული ევროპის ჩემპიონატიც ბრინჯაოს მედლით დაასრულა, ასევე, ჭაბუკთა ევროპის ახალგაზრდულ ფესტივალზე ორჯერ გახდა ბრინჯაოს პრიზიორი. გარდა ამისა, 2017 წელს, 15 წლამდელებს შორის, ევროპის ჩემპიონატზეც შეძლო მესამე ადგილის დაკავება.
მერაბ სულეიმანიშვილს კი, 2022 წელს მოპოვებული აქვს ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები.
ორივე სპორტსმენი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს