

ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში გორის „დილა“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა.
საფეხბურთო მატჩი გორის გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
ბათუმელთა კარში ორივე გოლი ტაირელ ვოუტერმა გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ გორის გუნდი მე-17 ტურის შემდეგ, 38 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ პოზიციაზეა.
შემდეგ შეხვედრას „დილა“ „კოლხეთი 1913“-ის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 2 ივნისს ჩატარდება და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.
თამაში 20:00 საათზე დაიწყება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს