

კარატეს სახეობა შოტოკან კარატე დოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე გორელებმა ერთი - მეორე და ორი მესამე ადგილი დაიკავეს.
გორელთაგან მეორე ადგილზე გიორგი ხუბულური (კატა, 12-13 წ.) გავიდა.
დემეტრე ფხალაძემ (კუმიტე, 8-9 წ.) და ნინო ტერაშვილმა (კუმიტე, 10-11 წ.) ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულეს.
ტურნირის სამივე პრიზიორი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენია და მათი მწვრთნელები ლევან სადაღაშვილი და გიორგი ქოთოლაშვილი არიან.
კარატეში გამართულ საერთაშორისო ტურნირს ბათუმმა უმასპინძლა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს