

ძიუდოს კლუბ „გოლდენ გორის“ და საქართველოს ნაკრების წევრმა ვლადიმერ ახალკაცმა მადრიდის ღია პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
სპორტსმენმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა. ესპანელი, გერმანელი, უკრაინელი და ფრანგი მოწინააღმდეგეები დაამარცხა.
ფინალურ პაექრობაში კი ახალკაცი კვლავ საფრანგეთის წარმომადგენელს - არნო არეგბას დაუპირისპირდა. ქართველი ძიუდოისტი იპონით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ცნობისთვის, ახალკაცის გარდა, შეჯიბრზე სამი ქართველი ძიუდოისტი - ლაშა ბექაური, ალექსანდრე გულბიანი და გიორგი ბენდელიანი ასპარეზობდნენ. ლაშა ბექაური მადრიდის ღია პირველობის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს