

გორის №6 საჯარო სკოლა მუნიციპალიტეტის მერისგან თასით და დიპლომით დაჯილდოვდა.
საგანმანათლებლო დაწესებულებას ჯილდო მინი ფეხბურთსა და კალათბურთში გამართულ შეხვედრებში გამარჯვებისთვის გადაეცა.
წარმატება სკოლის ადმინისტრაციას სპორტის განყოფილების წარმომადგენლებმა მიულოცეს.
შეგახსენებთ, სპორტის ორივე სახეობაში გამარჯვებული როგორც გოგონებს, ისე ვაჟებს შორის გორის მუნიციპალიტეტში მეექვსე საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
შეჯიბრებები „საქართველოს თავისუფლების თამაშების“ ფარგლებში ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს