

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში, 179-ე შემოქმედებითი სეზონის დახურვამდე, მორიგ პრემიერას აანონსებენ.
რეჟისორი თათა პოპიაშვილი თეატრისმოყვარულებს ამელი ნოტომის პიესის მიხედვით დადგმულ ერთმოქმედებიან დრამას სახელწოდებით - „მტრის კოსმეტიკა“ წარუდგენს.
წარმოდგენაში გიორგი გოგუაძე, ალექსანდრე მიკუჩაძე - ღაღანიძე (რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი), ამირან ქაჩიბაიადა ლევან ოზგებაშვილი მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონს გორის თეატრი 29 ივნისს, „ოთარაანთ ქვრივის“ (რეჟისორი გიორგი თენაძე) მესამე საპრემიერო ჩვენებით დახურავს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს