
ხვალ, 29 ივნისს, გორში ღონისძიება - „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ ჩატარდება.
კონცერტი 15:00 საათზე დაიწყება და სულხან ცინცაძის სახელობის გორის სამუსიკო კოლეჯი უმასპინძლებს.
ღონისძიებაზე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება.
მსმენელის წინაშე თამარ ლიჩელი, ლიზი რამიშვილი, გიორგი შავერზაშვილი, ვალერიან შიუკაშვილი, ნინო უშიკიშვილი, დიმიტრი ბოქოლიშვილი, ნათია ბერაია, ნათია ქავთარაძე და ლანა გულდედავა წარსდგებიან.
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს