

გორელი სპორტსმენი კონსტანტინე პეტრიაშვილი 17 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია.
სპორსტმენმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა. ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუსი როლანდ პუხაევი (12:4), რუმინელი დავიდ ადრიან მეტეა (10:0) და უკრაინელი იური პიულსკი (10:0) დაამარცხა. ფინალში კი ბერძენ სპორტსმენს 10:0 სძლია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.
პეტრიაშვილის გარდა, შეჯიბრში კიდევ ორი გორელი მოჭიდავე ასპარეზობდა. ნიკოლოზ მაისურაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონი, რატი რევაზიშვილი კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
საპრიზო ადგილზე გასული სამივე გორელი სპორტსმენი ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენლია. მათი პირადი მწვრთნელი არჩილ ბარამიძეა.
ევროპის ჩემპიონატს სერბეთის ქალაქი ნოვი სადი მასპინძლობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს