

გორელი ძიუდოისტი ვაჟა ავაზნელი (81 კგ.) ევროპის საუნივერსიტეტო თამაშების გამარჯვებულია.
სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში უნგრეთის წარმომადგენელი ბენედეკ ტოტი დაამარცხა და პირველ ადგილზე გავიდა.
ვაჟა ავაზნელი ძიუდოს კლუბ „გორიჯვარის“ წარმომადგენელია. ძიუდოისტის პირადი მწვრთნელი მალხაზ ავაზნელია.
ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებს უნგრეთმა უმასპინძლა. ტურნირზე სპორტსმენები თვრამეტი ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. უნივერსიადაზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი - ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს