

გორელი მოკრივე ლევან დემუროვი (60 კგ.) ბაგრატ ოჰანიანის მემორიალური ტურნირის გამარჯვებული გახდა.
შეჯიბრი სომხეთის ქალაქ გიუმრიში ჩატარდა.
გორელმა მოკრივემ ნახევარფინალში ევროპის ჩემპიონს არმან არუსტანიანს სძლია. ფინალში, ასევე, ევროპის ჩემპიონს ანდრანიკ მარტიროსიანს დაუპირისპირდა და დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ დემუროვი ევროპის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია (კადეტები და ახალგაზრდები). ამჟამად სპორტსმენი ახალგაზრდებს შორის გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც შემოდგომით ჩატარდება.
ლევან დემუროვი ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. მისი მწვრთნელები ავთანდილ შოშიაშვილი და ბექა ლობჟანიძე არიან.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს