

ვანო მურადელის სახელობის გორის სამუსიკო სკოლის გიტარის პედაგოგი თამარ გიუნაშვილი-კარიჭაშვილი კლასიკური გიტარის კონგრესის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
პედაგოგმა ჯილდო ნომინაციაში - „საქართველოში, 2025 წლამდე, რევაზ ლაღიძის მუსიკალური კომპოზიციების საუკეთესო შემსრულებელი ქალთა შორის კლასიკურ გიტარაზე“ მიიღო.
როგორც ხელოვანმა „გორის მაცნესთან“ აღნიშნა, მსგავს კონკურსებში გამარჯვება მოტივაცია და დიდი პასუხისმგებლობაა.
„ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემმა შესრულებამ მოწონება დაიმსახურა. ამ კონკურსებში კომპოზიტორ ტარიელ იბერის და მერაბ მერაბიშვილის საგიტარო დუეტების საუკეთესო შემსრულებლის მოწმობაც მაქვს მიღებული. ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი მოტივაციაა“, - აღნიშნა მუსიკოსმა.
კლასიკური გიტარის კონგრესის დამფუძნებელთა კონცერტები და კონკურსები ტარიელ სუარის ხელმძღვანელობით აქტიურად იმართება.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია თბილისში ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს