

გორელმა სპორტსმენმა ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) პარიზის ოლიმპიადა მედლის გარეშე დაასრულა.
ძიუდოისტი ასპარეზობაში მერვედფინალური ეტაპიდან ჩაერთო. საფრანგეთის წარმომადგენელს ვალიდ ხიარის დაუპირისპირდა და დამარცხდა.
ვაჟა მარგველაშვილს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული.
შეგახსენებთ, დღეს, 29 ივლისს, კიდევ ერთი გორელი ძიუდოისტი - ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს. სპორტსმენი ოლიმპიადაზე მეოთხედ გამოვა. შავდათუაშვილს ოლიმპიურ თამაშებზე სამივე სინჯის - ოქროს (2012 წ.), ვერცხლის (2020 წ.) და ბრინჯაოს (2016 წ.) მედალი აქვს მოპოვებული.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს