

გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში პოლონელი რობერტ ბარანი 9:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
გენო პეტრიაშვილი ნახევარფინალში აზერბაიჯანის წარმომადგენელ გიორგი მეშვილდიშვილს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, ქართველმა ფალავანმა მერვედფინალურ შეხვედრაში უკრაინელი ოლექსანდრ ხოციანივსკი 11:0 დაამარცხა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს