

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის სიახლოვეს მდებარე მთის ფერდობზე საცხენოსნო დოღი გაიმართა.
წლევანდელი ღონისძიება აგვისტოს ომის დროს დაღუპული შინდისის გმირების ხსოვნას მიეძღვნა და შეჯიბრში საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული ცხენოსნები სხვადასხვა დისტანციაზე ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
გამარჯვებულებს მედლები, თასები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
საცხენოსნო დოღი, რომლის მიზანი ცხენოსნობის პოპულარიზაცია და სპორტის ამ სახეობით მეტი ახალგაზრდის დაინტერესებაა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის და შშმ პირთა სარეაბილიტაციო სპორტულ-გამაჯანსაღებელი საცხენოსნო კლუბი „კენტავრის“ თანადაფინანსებით, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
არაშენდის მთაზე საცხენოსნო დოღი წელს მეოთხდ გაიმართა და ორგანიზატორების თქმით, შეჯიბრი ტრადიციულ სახეს მიიღებს.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს