

საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმით TKT.GE-ზე დღეს, 15 აგვისტოს, 12:00 საათიდან დაიწყო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბილეთების ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება და მათი ყიდვა მხოლოდ ონლაინ რეჟიმით იქნება შესაძლებელი. თითოეულ მომხმარებელს კი მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას 7 სექტემბერს გამართავს.
საქართველო-ჩეხეთის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს