

გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე კონსტანტინე პეტრიაშვილი 17-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია.
სპორტსმენმა ამერიკელი (7:5), ყაზახი (7:0) და ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსი (14:4) სპორტსმენი დაამარცხა.
ფინალში კი, ასევე, ნეიტრალური დროშით გამომსვლელ რუს სანაკოევს 8:0 მოუგო და ოქროს მედალს დაესაკუთრა.
აღნიშნულ ჩემპიონატზე გორელმა ნიკოლოზ მაისურაძემ ვერცხლის მედალი და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სპორტსმენი ფინალურ ბლოკში ირანელ რეზა აფშართან დამარცხდა.
საპრიზო ადგილზე გასული ორივე გორელი მოჭიდავე ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენლია (მწვრთნელი არჩილ ბარამიძე).
მსოფლიოს ჩემპიონატი იორდანიის ქალაქ ამანში ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს