

გორის საფეხბურთო კლუბი „გორი“ ლიგა 3-ის მეთექვსმეტე ტურის მატჩში „ბორჯომს“ დაუპირისპირდა.
შეხვედრა გორელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
მატჩის მიმდინარეობისას, 66-ე წუთზე, ბორჯომელების კარში გოლი ემანუელ ფობიმ გაიტანა.
მოპოვებული გამარჯვებით „გორი“ სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა (26 ქულა).
რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, „გორი“ „ბახმაროს“ დაუპირისპირდება. მატჩი 5 სექტემბერს 16:00 საათზე დაიწყება. თამაში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს