

„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024“-ის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში გრძელდება. ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები დღეს, 3 სექტემბერს გაიმართება.
ფინალში მოსახვედრად ერთმანეთს ქვახვრელი - სადგურის (18:30 საათი) და წმინდა წყალი/ჯარი - ტირძნისის (19:00 საათი) გუნდები დაუპირისპირდებიან.
ორივე მატჩი კომბინატის მინი ფეხბურთის სტადიონზე ჩატარდება.
აქტივობა ოლიმპიური სისტემით იმართება. გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს ფულადი პრიზები ( I ადგილი - 3 000 ლარი, II ადგილი - 2 000 ლარი, III ადგილი - 1 000 ლარი) გადაეცემათ.
„შიდა ქართლის სპორტული თამაშები" შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით იმართება. მუნიციპალური პირველობის ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და საფეხბურთო კლუბი „გორი“.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს