

გორელი საბა საბაშვილი (66 კგ.) ქართულ ჭიდაობაში გამართული ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თასის გამარჯვებულია.
ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 2006-2007 წელს დაბადებული მოჭიდავეები მონაწილეობდნენ.
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სპორტსმენები ექვს წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ. გამარჯვებულებს და პრიზიორებს მედლები და თასები გადაეცათ.
რაც შეეხება შეჯიბრის მიზანს, ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციასთან ერთად, პერსპექტიული და ძლიერი სპორტსმენების გამოვლენა წარმოადგენდა.
საბა საბაშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს