

გორელი სუმოისტი ბადრი ხატისკაცი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
სპორტსმენი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში (დიდები) ასპარეზობდა.
აზერბაიჯანელი და ბრაზილიელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, პოლონეთის წარმომადგენელთან წააგო, ბრინჯაოს მედლისთვის კი უნგრელ სპორტსმენს შეხვდა და მესამე ადგილი დაიკავა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთი გორელი სუმოისტი დავით აბალაკი მონაწილეობდა.
სპორტსმენი მძიმე წონაში (18 წლამდელები) ბრინჯაოს მედალს დაესაკუთრა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ორივე ასაკობრივ კატეგორიაში გუნდური მესამე ადგილი დაიკავა.
ორივე სუმოისტი ამჟამად შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში ვარჯიშობს და მათი პირადი მწვრთნელი მერაბ პაიჭაძეა.
მსოფლიოს ჩემპიონატი პოლონეთის ქალაქ კროტოსუნში ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს