

საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა ორგანიზაციის ინიციატივით, გორში ტერი გრინის (დავით მერებაშვილი) შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
შეხვედრას მწერლები, პოეტები და ლიტერატურულ სფეროში მოღვაწე ადამიანები ესწრებოდნენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებამ ხელოვანის შემოქმედებიდან არაერთი ლექსი მოისმინა. შესრულდა მუსიკალური ნომრებიც.
ღონისძიება ლიტერატურული პროექტის „ქართლის საღამოები“ ფარგლებში გაიმართა და გორის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს