

გორის თეატრი სასწავლო და შემოქმედებით, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, იტალიის ქალაქ ნაპოლში არსებულ შემოქმედებით კოლექტივებთან ითანამშრომლებს.
თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გ. ერისთავის სახელობის გორის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ იტალიის ქალაქ ნეაპოლში, „Movemento dansa“- ს სამხატვრო ხელმძღვანელ გაბრიელა სტაციოსთან და ცეკვის თეატრ „Cornelia“ ერთ-ერთ დამფუძნებელ ნიკო პისკოპისთან მემორანდუმი გააფორმა.
„მემორანდუმის მიზანი, მრავალწლიანი თანამშრომლობაა სასწავლო და შემოქმედებით პროგრამებში, მათ შორის კოპროდუქციებზე, გაცვლით პროგრამებზე, კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ა.შ.
ჩვენი ერთგული მაყურებლისთვის ერთობლივი კიდევ ბევრი საინტერესო სიახლე გვექნება“, - აცხადებენ გორის თეატრში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს