

გორში ძლიერი წვიმა, ქარი და ჭექა-ქუხილია. ქალაქის ცალკეულ უბნებში წვიმას თან ახლდა სეტყვაც. გორის გარდა, დაისეტყვა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი. გორის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ზარალის შესახებ ინფორმაცია მერიას ჯერ არ მიუღია. ,,უამინდობა ამ წუთებშიც გრძელდება, ძლიერ წვიმასთან ერთად, სეტყვა იყო როგორც გორში, ასევე რამდენიმე სოფელში, თუმცა, შესაძლო ზარალზე ინფორმაცია ჯერ არ მიგვიღია, ამ წუთებში ზუსტდება", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს