

კობა კაკალაძის სახელობის ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში გორელმა სპორტსმენებმა ხუთი მედალი მოიპოვეს.
შეჯიბრის გამარჯვებული ტატო ცხაოშვილი (38 კგ.) გახდა.
ნიკა გოგშელიძემ (29 კგ.), ალექსანდრე ტლაშაძემ (35 კგ.), გიორგი ხოსრუაშვილმა (42 კგ.) და მათე მჭედლიშვილმა (52 კგ.) ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულეს.
საპრიზო ადგილზე გასულ მოჭიდავეთაგან ოთხის მწვრთნელი გიორგი გოგშელიძეა.
ალექსანდრე ტლაშაძე კი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია და მისი მწვრთნელი ნიკო ტლაშაძეა.
კობა კაკალაძის სახელობის ტურნირს ბათუმმა უმასპინძლა.
შეჯიბრში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები 2009-2010 და 2012-2013 წწ. დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს