

უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ქართველ გულშემატკივარს დღეიდან, 18 სექტემბრის 12:00 საათიდან, ონლაინ რეჟიმით TKT.GE-ზე შეუძლია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბილეთის ფასი 32 ლარი (45 პოლონური ზლოტი) იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეულმა მომხმარებელმა უნდა მიუთითოს პასპორტის ნომერი/პირადი ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია (მობილურის ნომერი და ელ-ფოსტა). თქვენს მიერ განკუთვნილ ბილეთს მატჩის დაწყებამდე 3 დღით ადრე მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით მიიღებთ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს