საინტერსო ამბები
16.03.2020 17:09
მითები კორონავირუსის შესახებ

ახალმა კორონავირუსმა მსოფლიო, მათ შორის, საქართველო მოიცვა. საზოგადოება ვირუსის პრევენციის გზებზე აქტიურად საუბრობს. სოციალური ქსელებისა თუ სხვა საინფორმაციო პორტალების საშუალებით, ვირუსთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი მითი ვრცელდება. საზოგადოების ნაწილს მათ უტყუარობაში ეჭვი არ ეპარება. საინტერესოა - რა არის სიმართლე და რა - მითი.

გთავაზობთ იმ რამდენიმე მითს, რომელიც COVID-19-ის შესახებ გავრცელდა.

1. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს

ამ ეტაპზე, კორონავირუსისათვის ვაქცინა შექმნილი არ არის. მეცნიერები ამაზე უკვე მუშაობენ, თუმცა ისეთი ვაქცინის შექმნა, რომელიც უსაფრთხო და ეფექტური იქნება, დიდ დროს საჭიროებს.

2. ბევრი ნიორის ჭამა ვირუსთან ბრძოლაში დაგვეხმარება

ნიორი გამოირჩევა ანტიმიკრობული თვისებებით, თუმცა არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ვინმეს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებია. ასევე, ის ვაქცინები, რომლებიც პნევმონიისა და გრიპის შემთხვევაში ეფექტურია, ახალი კორონავირუსისაგან დაცვას არ უზრუნველყოფს.


3. ახალი კორონავირუსი განზრახ გაავრცელეს 

ვირუსები დროთა განმავლობაში იცვლება. ზოგჯერ, დაავადების გავრცელება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანზე გადადის ის ვირუსი, რომელიც ცხოველებისთვის იყო დამახასიათებელი. სწორედ ეს არის COVID-19-ის გავრცელების სავარაუდო გზა.

4. ამანათების ჩინეთიდან მიღებით შეიძლება ადამიანი დაავადდეს

მკვლევარებმა შეისწავლეს ახალი ვირუსის ადამიანებში გავრცელების გზები. მათი განცხადებით, კორონავირუსი უსიცოცხლო საგნების ზედაპირებზე დიდხანს ვერ ცოცხლობს, ასე რომ, თითქმის შეუძლებელია იმ ამანათის საშუალებით დაავადება, რომელიც რამდენიმე დღე ან კვირა გზაშია.

5. კორონავირუსის ცხოველიდან ადამიანში გავრცელება შესაძლებელია

ჯერჯერობით, ამის დასამტკიცებლად არანაირი არგუმენტი არ არსებობს. არ ფიქსირდება ფაქტები, როდესაც შინაური ცხოველები კორონავირუსით დაავადდნენ, თუმცა შინაურ ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ მაინც რეკომენდირებულია პირადი ჰიგიენის დაცვა და ხელების საფუძვლიანად დაბანა.

 

კვირის ამბები