17.08.2026 09:57
მომდევნო 10 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში კვლავ არასტაბილური ამინდია ნავარაუდევი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო 10 დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში, კვლავ არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი.
აღნიშნულ პერიოდში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, პერიოდულად ნავარაუდევია ნალექიც.
რაც შეეხება ამინის დეტალურ პროგნოზს, სინოპტიკოსების ცნობით, 17 აგვისტოს, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნდება უნალექო ამინდი და ნაწილობრივ ღრუბლიანობა.
+26 გრადუსი, პერიოდულად ღრუბლიანობა და დღის მეორე ნახევარში წვიმაა მოსალოდნელი 18 აგვისტოს.
19 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, დღის მეორე ნახევარში ნავარაუდევია ნალექი.
20, 21, 22, 23 აგვისტოს, გორში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება.
24, 25, 26 აგვისტოს კი, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნავარაუდევია მაქსიმალური +28 გრადუსი, პერიოდულად ღრუბლიანობა და ნალექი.