

გორის „დილა“ მიმდინარე სეზონში გასამართ ყველა საშინაო მატჩზე ბილეთის ფასს ზრდის.
კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კი საქველმოქმედოა.
„ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, მიმდინარე სეზონში დარჩენილ ყველა საშინაო მატჩზე ბილეთის ფასი 1 ლარიდან 2 ლარამდე გაიზრდება. შემოსული დამატებითი თანხა კი საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება. საქველმოქმედო ღონისძიებების შესახებ ჩვენი გულშემატკივარი მუდმივ რეჟიმში ინფორმირებული იქნება“ , - აღნიშნულია „დილას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს