

გორში, ნინო საძაგლიშვილის პროზაული კრებულის - „დაშლილი კალეიდოსკოპი“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება გორის მწერალთა სახლში ჩატარდა.
შეხვედრას პედაგოგებთან ერთად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მხატვრული ესეისტიკის კრებული ადამიანებზე, ღმერთსა და ლიტერატურაზე ავტორის ფიქრებს გადმოსცემს.
„პროზაული კრებული „დაშლილი კალეიდოსკოპი“ მხატვრული ესეისტიკაა. კალეიდოსკოპივით ესეც სწორედ იმ ფიქრების ფერადი ნატეხებია, ავტორი რომ წლების განმავლობაში ინიშნავდა და რომელთა გაზიარებაც ათწლიანი ათენური ოდისეის დასასრულს ჩაიფიქრა.“, - აღნიშნულია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს