

გორელი თემურ გელიტაშვილი თავისუფალ ჭიდაობაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის A კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
ვეტერანი სპორტსმენი 88 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
აღსანიშნავია, რომ თემურ გელიტაშვილი გასულ წელს საბერძნეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულიცაა.
მსოფლიოს ჩემპიონატი ხორვატიის ქალაქ პორეჩში მიმდინარეობს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს