

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულმა თეატრმა ახალი შემოქმედებითი სეზონი დაიწყო.
ფესტივალ „როტონდას“ დასრულების შემდეგ, გორის თეატრმა უკვე გამოაქვეყნა ინფორმაცია ჩანიშნული სპექტაკლების შესახებ.
24 ოქტომბერს რეჟისორი თათა პოპიაშვილი თეატრისმოყვარულებს ამელი ნოტომის რომანის - „მტრის კოსმეტიკა“ და რობერტ სტურუას და ლილი ფოფხაძის პიესის - „მტრის ნიღაბი“, მიხედვით დადგმულ ერთმოქმედებიან დრამას წარუდგენს.
წარმოდგენაში გიორგი გოგუაძე, ალექსანდრე მიკუჩაძე - ღაღანიძე (რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი), ამირან ქაჩიბაიადა ლევან ოზგებაშვილი მონაწილეობენ.
გორის თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბილეთებს შეძენა უკვე შესაძლებელია თეატრის სალაროში, ან ონლაინ, საიტზე: www. biletebi. ge.
სპექტაკლზე სკამების არასტანდარტულად განლაგების გამო ადგილები არ ინომრება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს