

გორელი მოკრივე გიორგი გუცაევი (86 კგ.) 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
სპორტსმენმა ირლანდიელი და სერბი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. ნახევარფინალში ინგლისელ ტინ სტოტთან დამარცხდა და მესამე ადგილზე გავიდა.
გიორგი გუცაევი ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის წარმომადგენელია. სპორტსმენი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს რამდენიმე გზის ჩემპიონი და პრიზიორია, ამასთან, არაერთი ტურნირის გამარჯვებულიცაა.
გიორგი გუცაევის მწვრთნელი ბექა ლობჟანიძეა.
ევროპის ჩემპიონატი სოფიაში (ბულგარეთი) ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს