

გორელი სუმოისტი ბადრი ხატისკაცი ამერიკის ღია პირველობის - USA SUMO OPEN TEXAS გამარჯვებულია.
სპორტსმენი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ხატისკაცმა შვიდი მოწინააღმდეგე დაამარცხა. სპორტსმენმა აფრიკელ, არგენტინელ, მექსიკელ ბრაზილიელ და სამ ამერიკელ სუმოისტს სძლია და პირველ ადგილს დაეუფლა.
„მიღწეული შედეგით კმაყოფილი ვარ. საკმაოდ პრესტიჟული ტურნირი იყო, რომლისთვისაც თავდაუზოგავად ვეზადებოდი. შრომამ შედეგი გამოიღო და ოქროს მედალსაც დავეუფლე“, - „გორის მაცნესთან“ აღნიშნა ბადრი ხატისკაცმა.
ბადრი ხატისკაცი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპელექსური სპორტული სკოლის აღზრდილია. ამჟამად, სპორტსმენი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში ვარჯიშობს და მისი პირადი მწვრთნელი მერაბ პაიჭაძეა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს