საინტერსო ამბები
18.03.2020 13:54
ცნობილი მუზეუმები რომლებსაც სახლიდან გაუსვლელად დაათვალიერებთ

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები გააუქმეს. გადაიდო სპორტული მატჩები, კონცერტები, გაუქმდა ფესტივალები, დაიხურა მუზეუმები, თუმცა, ტექნოლოგიების განვითარებამ კულტურის სფერო კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებშიც ხელმისაწვდომი გახადა. ბევრი მუზეუმი, ამ დროისთვისაც მუშაობს ციფრულ რეჟიმში და 360 გრადუსიანი ტურების, ვიდეო-ანონსებისა და ტრანსლაციების გარდა, თემატური კონფერენციების და სპეციალური პროგრამების ჩვენებასაც ახდენს.

GMnews-ი გთავაზობთ მუზეუმების ჩამონათვალს, რომელთა მონახულებაც ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად შეიძლება.

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი). მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი მუზეუმი გაძლევთ საშუალებას ონლაინ რეჟიმში იხილოთ 200 000–ზე მეტი ექსპონატი, რომელთა შორისაც ვან გოგი, ჯეკსონ პოლოკისა და პაბლო პიკასოს ნამუშევრებია წარმოდგენილი;

უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი). XX-XXI საუკუნეების ამერიკული ხელოვნება: ფერწერა, სკულპტურა, გრაფიკა, ფოტოგრაფია და ვიდეო-არტი. 3500 ავტორის 23000 ნამუშევარი;

ქალთა ხელოვნების ეროვნული მუზემი (ვაშინგტონი) - მსოფლიოში ერთადერთი ხელოვნების მუზეუმი, სადაც მხოლოდ ქალების მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშებია წარმოდგენილი;

ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმი (ვაშინგტონი) - მასში წარმოდგენილია არა მხოლოდ მცენარეების, ცხოველებისა და მინერალების ნიმუშები, არამედ არქეოლოგიური და კულტურული არტეფაქტები.

თეთრი სახლი (ვაშინგტონი) - ონლაინ ტური გთავაზობთ გაეცნოთ აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციის ინტერიერს.

ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ეროვნული მუზეუმი (დეიტონი) - ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მსხვილი ავიაკოსმოსური მუზეუმი

საფრანგეთი, ლუვრი (პარიზი) - მუზეუმის ზოგიერთ გალერეაში ონლაინ-გასეირნებას შეძლებთ; ვერსალი (ვერსალი) - ფრანგული არქიტექტურის ძეგლი და ევროპის პირველი გრანდიოზული პროექტი; სენტ-შაპელი (პარიზი) - გოთიკური არქიტექტურის ყველაზე ცნობილი ძეგლი.

დიდი ბრიტანეთი, (ლონდონი) - დაახლოებით 8 მილიონი ობიექტი და მათი უმრავლესობა შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში დაათვალიეროთ; სტოუნჰენჯი (უილტშირის საგრაფო) - იდუმალებით მოცული არქეოლოგიური ძეგლი, რომელსაც ინტერნეტ სივრცეში იხილავთ.

იტალია, გალერეა უფიცი (ფლორენცია) - ევროპის ამ უძველეს მუზეუმში ბოტიჩელის „ვენერას დაბადებასაც“ კი იხილავთ; სიქსტეს კაპელა (ვატიკანი) - რენესანსის ეპოქის ძეგლი, რომელშიც მიქელანჯელოს, ბოტიჩელის და პერუჯინოს ფრესების ნახვა შეგიძლიათ; კაპიტოლიუმის მუზეუმები (რომი) - უძველესი საჯარო მუზეუმი მსოფლიოში.

ავსტრია, ხელოვნების ისტორიის მუზეუმი (ვენა) - იტალიური რენესანსის სტილში აშენებულ შენობაში რაფაელის, კარავაჯოს და რუბენსის ტილოები ინახება.

ნიდერლანდები, ვან გოგის მუზეუმი (ამსტერდამი) - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მხატვრის მუზეუმი ონლაინ რეჟიმში; მაურიცჰეისი (ჰააგა) - „ოქროს საუკუნის“ კოლექცია.

ონლაინ ტურის მეშვეობით, ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ ესპანეთის, გერმანიის, ფინეთის, ავსტრალიის, იაპონიის, ინდონეზიის, სამხრეთ კორეისა და ახალი ზელანდიისთვის დამახასიათებელ კულტურასა და ბუნებრივი ლანდშაპტის თავისებურებებს. საბერძნეთში (ათენში), მოინახულოთ აკროპოლისის არქეოლოგიური მუზეუმი რომელშიც 3000 ცნობილი არტეფაქტი ინახება. დაინტერესებულ პირებს მოგეცემათ რუსეთში, ერმიტაჟის, ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერიისა და მიხეილ ბულგაკოვის კაბინეტში მოხვედრის ვირტუალური შანსიც. და ბოლოს, მოგზაურობა, რა თქმა უნდა სრულიად უსაფრთხოა და ცნობისმოყვარეობას დავირუსების რისკის გარეშე დაგიკმაყოფილებთ.

კვირის ამბები