

საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა ორგანიზაციის ინიციატივით, გორში ქალთამზე ჯინჯოლავას პოეზიის საღამო და ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება ლიტერატურული პროექტის - „ქართლის საღამოები“ ფარგლებში ჩატარდა.
„ამჯერად სამეგრელოდან მოწვეულ სტუმარს ვუმასპინძლეთ. კოლხი პოეტის როგორც პოეზიამ, ისე მხატვრობამ დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით ახლოურმა, რეგიონის კულტურულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისთვის, სტუმარს მადლობის სიგელი გადასცა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ქალთამზე ჯინჯოლავას პოეზიის საღამო გორის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს