

გორელი ძიუდოისტი პაატა მერებაშვილი ვეტერანებს შორის მსოფლიოს ჩემპიონიონატის ვერცხლის პრიზიორია.
სპორტსმენმა 66 კგ. წონით კატეგორიაში (M1) იასპარეზა. ფინალში ყაზახ მეტოქეს დაუპირისპირდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს პაატა მერებაშვილი ვეტერანებს შორის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მიმდინარე წელს კი სარაევოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა.
გარდა ამისა, ძიუდოისტი არაერთი შეჯიბრის პრიზიორია.
სპორტსმენი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსურ სპორტულ სკოლაში ვარჯიშობდა. ძიუდოისტის მწვრთნელი გიორგი გამდლიშვილი იყო.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს