

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხის საჯარო სკოლას შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციამ ჩოგბურთის მაგიდა გადასცა.
როგორც „გორის მაცნესთან“ ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ღამბაშიძემ აღნიშნა, სხადასხვა ორგანიზაციის დახმარებით, სპორტული ინვენტარი, ჯამში, 18 საგანმანათლებლო დაწესებულებას გადაეცა.
„გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებში მეთვრამეტე ვიზიტი განვახორციელეთ. ამჯერად, ტენისის მაგიდა და სპორტული ინვენტარი უფლისციხის საჯარო სკოლას ჩავუტანეთ. აქტივობის განხორციელებაში სპონსორობა გაგვიწია მაღაზიების ქსელმა „ბეღელმა“. რაც შეეხება მიზანს, სპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა“, - აღნიშნა დავით ღამბაშიძემ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს