

გორში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის - გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი გაიმართება.
შეჯიბრს თავისუფალ ჭიდაობაში გორის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
ტურნირის საშეჯიბრო ნაწილი 16-17 ნოემბერს ჩატარდება. ორთაბრძოლები 10:00 საათიდან დაიწყება და 2010-2012 წწ. დაბადებული სპორტსმენები იასპარეზებენ.
მოჭიდავეები პირველობისთვის ერთმანეთს 10 წონით კატეგორიაში დაუპირისპირდებიან.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეეცემათ. გარდა ამისა, საუკეთესო შედეგების მიხედვით, პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული ქალაქების გუნდებიც დაჯილდოვდებიან.
გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნის მემორიალურ ტურნირს საფუძველი 2016 წელს, ღვაწლმოსილი მწვრთნელის - ნუგზარ სხირელის ინიციატივით ჩაეყარა. შეჯიბრი წელს მერვედ ტარდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს