

გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი დღეს, 27 ნოემბერს მესხეთის თეატრს უმასპინძლებს.
საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, გორის თეატრის სცენაზე ახალციხელი მსახიობები სპექტაკლს სახელწოდებით - „ვოდევილები“ (დადგმა და მუსიკალური გაფორმება კახა გოგიძე) ითამაშებენ.
ერთმოქმედებიან წარმოდგენაში ჯუნა თუმანიშვილი, კონსტანტინე კახიშვილი, მალხაზ შაყულაშვილი და მანანა ბერიძე მონაწილეობენ.
დაინტერესებულ პირებს ბილეთების შეძენა-დაჯავშნა გორის თეატრის სალაროში შეუძლიათ.
წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს