

თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ ზარიბეგ ბერიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა 10 მედალი მოიპოვეს.
მოპოვებული მედლებიდან ხუთი - ოქროს, ორი - ვერცხლის და სამი ბრინჯაოს სინჯისაა.
რაც შეეხება გამარჯვებულებს და პრიზიორებს, საბა მინდიაშვილი (45 კგ.), ნიკა მაჭარაშვილი (48 კგ.), თემო თუთარაშვილი (55 კგ.), დათა პაპუკიშვილი (60 კგ.) და აკაკი მაზმიშვილი (65 კგ.) შეჯიბრის გამარჯვებულები გახდნენ.
გიორგი სიჭინავამ (55 კგ.) და რატი რევაზიშვილმა (71 კგ.) ასპარეზობა მეორე ადგილით დაასრულეს.
ნიკა მაყიშვილი (45კგ.), გოგა კოპაძე (48 კგ.) და ტარიელ საათაშვილი (51 კგ.) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
ზარიბეგ ბერიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი თბილისში ჩატარდა. შეჯიბრში 17-წლამდე ასაკის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ტურნირზე ქართველებთან ერთად, უცხოელი მოჭიდავეებიც ასპარეზობდნენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს