

ამპუტანტ ფეხბურთელთა გორის გუნდმა - „დილა“ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან ამხანაგური მატჩი გამართა.
შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
ამხანაგური მატჩის გარდა, გუნდის წევრებმა მოსწავლეებისთვის საინტერესო კითხვებსაც უპასუხეს.
„ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და მიზნის მიღწევა შრომის, მონდომების შედეგად ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება“, - აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულვებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს