

გორის მუნიციპალიტეტში დასრულდა სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა ხელბურთში.
შეჯიბრში გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის ვაჟთა და გოგონათა გუნდები ასპარეზობდნენ.
ვაჟთა შორის გამარჯვებული გორის პირველი საჯარო სკოლის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში მეხუთე სკოლის გუნდი დაამარცხა.
რაც შეეხება გოგონებს, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიის გუნდი პირველ ადგილზე გავიდა.
„სპორტის აღნიშნული სახეობის გარდა, გორის მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა შეჯიბრებები მინი ფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთსა და მძლეოსნობაში (გეზრბენი). უახლოეს პერიოდში მაგიდის ჩოგბურთის პირველობაც ჩატარდება“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორანიზებით იმართება. გორის მუნიციპალიტეტში შეჯიბრი გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განყოფილების ეგიდით ტარდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს