

ძიუდოს კლუბ „გოლდენ გორის“ ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე ტოკიოს გრანდ სლემის ვერცხლის პრიზიორია.
სპორტსმენმა მერვედფინალში იაპონელი ჰიდეტოში ტოკუმოჩი შიდოებით დაამარცხა. მეოთხედფინალში ესტონელ კლენ კრისტოფერ კალიულაიდს ვაზარით სძლია. ნახევარფინალში კი კომეი კავაბატას ვაზარით მოუგო.
რაც შეეხება ფინალს, მაისურაძე იაპონელ სანშირო მურაოსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაესაკუთრა.
აღსანიშნავია რომ ლუკა მაისურაძემ გასულ წელს გამართული ტოკიოს გრანდ სლემიც მეორე ადგილით დაასრულა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს