

თენგიზ ბურჯანაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი თბილისის „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა.
გამარჯვებულმა გუნდმა ფინალში ქუთაისის „ტორპედო“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მესამე ადგილი კი ქუთაისის „სერვალმა“ დაიკავა.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და მედლები გადაეცათ.
ფინალურ ბლოკამდე გასამართი მატჩები გორში ჩატარდა. გადამწყველ შეხვედრებს კი კასპის სტადიონმა უმასპინძლა.
შეჯიბრი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საფეხბურთო კლუბ „გორის“ ორგანიზებით გაიმართა და 2012 წელს დაბადებული სპორტსმენებით დაკომპლექტებულ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის გუნდებთან ერთად, ვილნიუსის გუნდიც ასპარეზობდა.
თენგიზ ბურჯანაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი 2023 წლიდან იმართება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს