

პარიზის გრანდ სლემზე შიდა ქართლიდან რვა ძიუდოისტი მონაწილეობს.
ტურნირზე ქვეყნის ღირსებას რეგიონის სპორტსმენთაგან ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ.), თემურ ნოზაძე (60 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ზაურ დვალაშვილი (81 კგ.), ლუკა მაისურაძე (-90 კგ.), ნიკა ხარაზიშვილი (-90 კგ.) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ.) დაიცავს.
შეჯიბრს საფრანგეთის დედაქალაქი 1-2 თებერვალს უმასინძლებს. ტურნირზე საქართველოს ნაკრები თოთხმეტი სპორტსმენით იასპარეზებს.
შეგახსენებთ, გასულ წელს გამართულ პარიზის გრანდ სლემზე ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე ერთი მედალია. გიორგი ჩიხელიძე 73 კგ. კატეგორიაში ვერცხლის მედალს დაეუფლა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს