

საქართველოს ნაკრების და ძიუდოს კლუბ „გოლდენ გორის“ სპორტსმენებმა პარიზის გრანდ სლემზე ორი მედალი მოიპოვეს.
მოპოვებული მედლებიდან ვერცხლი - ლუკა მაისურაძის (90 კგ.), ხოლო ბრინჯაო - ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ.) ანგარიშზეა.
ვიცე-ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ლუკა მაისურაძემ სენეგალელი რაიან დაკოსტა, ფრანგი მაქს ლაბორდე და იაპონელი გოკი ტაჯიმა დაამარცხა. ფინალში კი ქართველი ძიუდოისტი სამხრეთკორეელ იონგონ კიმთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ვაჟა მარგველაშვილმა კი ფრანგი რომარიკ ბოუდა და აზერბაიჯანელი რაშად იელკიევი დაამარცხა. ნახევარფინალში ფრანგ დაიკი ბუბასთან დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ნეიტრალური სტატუსის მქონე მურად ჩოპანოვს იპონით სძლია და მესამე ადგილს დაესაკუთრა.
პარიზის გრანდ სლემი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტურნირზე საქართველოს ნაკრები თოთხმეტი სპორტსმენით ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ღირსებას შიდა ქართლიდან 8 სპორტსმენი იცავდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს