

სამბოში გამართული საქართველოს პირველობა გორელმა სპორტსმენმა გოგონებმა ორი მედლით დაასრულეს.
მოპოვებული მედლებიდან ერთი - ოქროს, ერთი კი ბრინჯაოს სინჯისაა.
გამარჯვებული გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელი ქრისტინე მაზანაშვილი (50 კგ.) გახდა (მწვრთნელი მარი მახარაშვილი).
ბრინჯაოს მედალს კი თამარ ბეგლარაშვილი (59 კგ. მწვრთნელები: ქართლოს პავლიაშვილი, ჯემალ ხორბალაძე) დაეუფლა, რომელიც შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენია.
საქართველოს პირველობა თბილისში ჩატარდა. შეჯიბრი კადეტებს და ახალგაზრდებს შორის მიმდინარეობდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს