გორელი ძიუდოისტი ქეთი რობაქიძე (70 კგ.) გენუის კადეტთა ევროპის თასის ვერცხლის პრიზიორი გახდა.
სპორტსმენი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია (მწვრთნელი ირაკლი ლომიძე).
ცოტა ხნის წინ საქართველოს ჩემპიონი გახდა კადეტებში. ამასთან, გასულ წელს მან ევროპის თასებზე 4-ჯერ დაისაკუთრა ბრინჯაოს მედალი.
გენუაში, პაპიტაშვილის სკოლის კიდევ ერთი წარმომადგენელი - ნატალი იაშვილიც ასპარეზობდა, თუმცა, სპორტსმენი ამჯერად უმედლოდ დარჩა.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი