

გორელი ძიუდოისტი გიორგი ზურაბაშვილი (90 კგ.) სლოვაკეთის ევროპის თასის გამარჯვებულია.
სპორტსმენმა ოთხი შეხვედრა ჩაატარა.
ფინალში ქართველ მეტოქეს ლუკა აბგაიძეს ავასატე იპონით სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ზურაბაშვილი ცოტა ხნის წინ ჭაბუკებს შორის საქართველოს ჩემპიონი მეოთხედ გახდა.
სპორტსმენი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია და მისი მწვრთნელი ვეფხია ბაზანდარაშვილია.
სლოვაკეთის ევროპის თასი ქალაქ სამორინში ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს