

ავტრიის გრანპრიზე ძიუდოში ორი გორელი სპორტსმენი იასპარეზებს.
ტურნირზე ქვეყნის ღირსებას გორელთაგან თემურ ნოზაძე (66კგ.) და გიორგი ტერაშვილი (73 კგ.) დაიცავს.
შეჯიბრი 7-9 მარტს ზემო ავსტრიის ქალაქ ლინცში ჩატარდება და საქართველოს ნაკრები ათი სპორტსმენით იასპარეზებს.
შეგახსენებთ, თემურ ნოზაძე გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. გიორგი ტერაშვილი კი ძიუდოს კლუბ „გორიჯვარის“ სპორტსმენია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს